„მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... მაკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“ - როგორია მაკა ასათიანის რძლის, ნანიკო კლდიაშვილის ცხოვრება - Marao

„მისი ცხოვრება ორად იყოფა, კახიმდე და კახის გაცნობის შემდეგ... მაკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“ - როგორია მაკა ასათიანის რძლის, ნანიკო კლდიაშვილის ცხოვრება

2022-11-03 11:34:29+04:00


ნანიკო კლდიაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მაკა ასათიანის რძალი გახდა. მან და მაკას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ 2017 წლის 11 სექტემბერს იქორწინეს.

როგორც მათ ქორწილს, ისე შემდგომ თანაცხოვრებას დღემდე საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა და ადევნებს თვალს. წყვილს ერთი გოგონა - ლეა ჰყავს.

მაკა ასათიანი საქართველოში ხშირად ჩამოდის, რადგან მისი რძალი და შვილიშვილი აქ ცხოვრობენ. ისე კი შვეიცარიაში, მეორე მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ნანიკო კლდიაშვილი ვიკა კალანდიას რუბრიკაში ამბობდა, რომ მისთვის მაკა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია.

ნანიკო კლდიაშვილის დედას, მაკა იოსელიანს, საზოგადოება კარგად იცნობს. ქალი წლებია, რაც უნივერსიტეტ "ჯიპას“ რექტორია. უნივერისტეტში მოღვაწეობამდე კი მუშაობდა დიპლომატიურ მისიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაკას ნანიკოს გარდა კიდევ ერთი გოგონა ჰყავს - ლიკუნა კლდიაშვილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად მილანში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა... თბილისში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში დაიწყო. მაგისტრატურა ჯიპაში გაიარა. შემდეგ იყო პარიზი, სადაც კორდონ ბლუს კულინარიის სკოლაში სწავლობდა.

ამბობს, რომ ეს იყო მისი ოცნება, ოღონდ ჰობის დონეზე... ჯერ კიდევ წლების წინ ფიქრობდა, რომ კულინარიას პროფესიულად დაეუფლებოდა. დილის 6-დან ღამის 10 საათამდე მუშაობდა. ნანიკოს თქმით, ბევრჯერ უტირია და იქაურობის მიტოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ სერთიფიკატი მაინც აიღო.

წაიკითხეთ სრულად