ილიკო სუხიშვილის უფროსი ქალიშვილი დარია მამის რეპეტიციას დაესწრო. ფოტოები ილიკო სუხიშვილმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. "რამხელა გოგო გაზრდილა დარია" - წერენ კომენტარებში. ანსამბლი ამჟამად გასტროლზე გერმანიაში, ბერლინში იმყოფება. გოგონამ მამას, სავარაუდოდ. იქ ჩააკითხა.
ცნობილია, რომ ილიკო სუხიშვილი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია.
ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა მათი საერთო ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.
წაიკითხეთ სრულად