მუსიკოსი დათო ევგენიძე რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნინო ჟვანიაზე დაქორწინდა. დათოსთვის ეს მესამე ქორწინებაა. მისი პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან მას ლიკა და ლუკა ევგენიძეები ჰყავს, რომლებიც ნინო კალანდაძისგან შეეძინა. ნინო მსახიობი კირა ანდრონიკაშვილის შვილია და ლიკას ხშირად ამსგავსებენ უმშვენიერეს ბებიას.
დათო ევგენიძის მესამე ურთიერთობა სწორედ ნინო ჟვანიას უკავშირდება. წყვილს ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. დათოსა და ნინოს საქორწინო ცერემონია დღეს შედგა. მას მუსიკოსი შვილები და არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. სოციალურ ქსელში კადრები ეკა კახიანმა გამოაქვეყნა.