ხშირად ხდება, რომ ცნობილი მშობლების შვილები იმავე გზას ირჩევენ ხოლმე და თავადაც სურთ, იყვნენ ცნობილები, პოპულარულები და ყველასთვის საყვარლები. ამის პარალელურად, ხშირია შემთხვევებიც, როცა შვილები მშობლებს არა მხოლოდ კარიერულად, არამედ ვიზუალურადაც ემსგავსებიან. ამ სტატიაში აღმოაჩენთ 15 ცნობილ მსახიობს, რომელთა შვილებიც მშობლებს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან:
შაილო ჯოლი-პიტი დედის ასლია. მან მემკვიდრეობით მიიღო ანჯელინას საფირმო ტუჩები და ყბის ხაზი. მსგავსება კიდევ უფრო აშკარაა, როდესაც ადამიანები შილოს ახალგაზრდა ანჯელინას ადარებენ. შილო მხოლოდ 16 წლისაა და მისი ინტერესები და კარიერული გეგმები ჯერ არ არის საჯარო.
ჯულიანა მურის ქალიშვილი ლივ ფროუნდლიხი დედას არა მხოლოდ წითური თმით, არამედ სსახის ნაკვთებითაც ძალიან ჰგავს. 19 წლის ლივი უნივერსიტეტში სწავლობს. დედასთან ერთად რამდენიმე ინტერვიუში მონაწილეობდა და 2 ფილმშიც კი ითამაშა. თუმცა მისი კარიერული გეგმები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
გვინეტ პელტროუ და მისი ქალიშვილი ეპლ მარტინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ეპლი დედას უფრო ჰგავს, ვიდრე მამას - კრის მარტინს. თაყვანისმცემლები მას ხშირად გვინეტის ინსტაგრამის საშუალებით ხედავენ და აღფრთოვანებას არასდროს მალავენ.
ვანესა პარადისს და მის ქალიშვილს, ლილი-როუზ დეპს, აქვთ ე.წ. იდუმალი ფრანგი ქალის სილამაზე. ლილი-როუზმა იგივე კარიერა აირჩია, რაც მამამისმა - ჯონი დეპმა. ის წარმატებული მსახიობია და მოდელობითაც არის დაკავებული.
რიზ უიზერსპუნი და მისი ქალიშვილი ავა ელიზაბეტ ფილიპი დებივით არიან. მათი ფოტოები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. ხალხს უჭირს იმის დაჯერება, რომ ავას ფოტოები რიზის ახალგაზრდობა არ არის. ავა ინსტაგრამზე პოპულარობით სარგებლობს და წარმატებული მოდელია.
ქეთი ჰოლმსს და ტომ კრუზს ჰყავთ 16 წლის ქალიშვილი, სური კრუზი. სური დედას ძალიან ჰგავს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა გულშემატკივრებისთვის. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ითამაშა რამდენიმე ფილმში.
კლინტ ისტვუდს რვა შვილი ჰყავს. ყველაზე მეტად მამას ჰგავს კლინტის უმცროსი ვაჟი, სკოტი. ამ ორს შორის მსგავსება დაუჯერებელია. მამამისის მსგავსად, სკოტიც აღიარებული მსახიობია.
ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ორი გოგოსა და ბიჭის მშობლები არიან. თაყვანისმცემლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯენიფერი და მისი უფროსი ქალიშვილი ერთმანეთს ჰგვანან. ვაიოლეტ აფლეკი 16 წლისაა და მისი კარიერული არჩევანი ჯერ არ არის საჯარო.
ბრუკ შილდსი ორი ქალიშვილის - როუან ფრენსის ჰენჩისა და გრიერ ჰემონდ ჰენჩის დედაა. ორივე ქალიშვილი დედას ჰგავს და მათ ბრუკის დაუჯერებელი სილამაზე მემკვიდრეობით ერგოთ. როუანმა და გრიერმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები სამსახიობო კარიერაში.
ჯუდ ლოუ ექვსი შვილის მამაა, თუმცა მხოლოდ მისი ვაჟი რაფი (რაფერტი) ჰგავს მას. ხვეული თმა და სახის ნაკვთებით ის ახალგაზრდა ჯუდ ლოუს ჰგავს. ის უკვე არის წარმატებული მსახიობი და პროდიუსერი.
ქეით ბეკინსეილის ქალიშვილი ლილი მო შინი ახლა უფრო ჰგავს დედას, როცა ის გაიზარდა. დედის მსგავსად, ლილიც სამსახიობო კარიერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ელიზაბეთს და მის შვილს, დამიანეს, სახის ნაკვთები და თმა თითქმის იდენტური აქვთ. დამიანეც მსახიობი და მოდელია, როგორც მისი დედა.
უმა თურმანს სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მისი უმცროსი ქალიშვილის - ლუნა თურმან-ბუსონის მხოლოდ რამდენიმე საჯარო ფოტო არსებობს. მისი უფროსი ქალიშვილი მაია ჰოუკი მსახიობობას აპირებს და ძალიან ჰგავს დედას. მსგავსება უფრო თვალსაჩინოა მაიას ფოტოების შედარებისას უმას 90-იანი წლების ფოტოებთან.
გოლდი ჰოუნი და მისი ქალიშვილი კეიტ ჰადსონი ორი წარმატებული მსახიობია. გოლდისა და ქეითის მსგავსება ბევრი თაყვანისმცემლისთვის გასაკვირია. მათ თითქმის იდენტური ცხვირი და სახის ნაკვთები აქვთ.
პოლ რადი ორი შვილის, ჯეკისა და დარბის მამაა. ჯეკი უკვე 16 წლისაა და შვილსა და მამას შორის მსგავსება უფრო აშკარა გახდა.