"ეჰ, თამუნია, თამუნია... ჩაგესმით ყანჩელისეული სევდიანი ჟღერადობა? იცით, ვინ თამუნიას მისტიროდა რეზო გაბრიაძე და ვის გამო შექმნეს ეს უმაგრესი მუსიკა?
ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე... ღმერთო, რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია! მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი, უკვე 70 წელს იყო მიღწეული, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო... ან რა ხმა ჰქონდა? რომ დაიწყებდა საუბარს, ეგრევე გაჯადოებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების "ბისტროში" ზაირასთან ერთად.
- ქალბატონო თამუნია, წარმომიდგენია, მაშინ რა ლამაზი იქნებოდით, როცა რეზო გაბრიაძემ მისი გენიალური ფილმის სცენარისთვის დაწერა თქვენზე, ან რა შთაგონება ექნებოდა გია ყანჩელს?
- მართალია, მართალი (დამიდასტურა ზაირამ).
ულამაზეს თამუნიაზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული. ვერც რეზო გაბრიაძე დარჩა გულგრილი... მერე ქალბატონი თამუნია გარდაიცვალა. ბოლომდე ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ღმერთო, მისი მომაჯადოებელი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. ზაირიკოც მოკვდა... ყანჩელის, ამ უდიდესი მაესტროს სიკვდილმა გამახსენა თამუნია გენძეხაძე... ეჰ, თამუნია, თამუნია" - ეს ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მოგონებაა, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა, რითაც ბევრისთვის უცნობ ისტორიას ნათელი მოჰფინა...

გენიალური ფილმის, "შერეკილების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ბიძია-ბაბუას სატრფოს, ულამაზეს თამუნიას პროტოტიპი ჰყოლია და სწორედ მას მიუძღვნა გენიალურმა რეზო გაბრიაძემ ის სტრიქონები...
დათო ლიკლიკაძის დახმარებით AMBEBI.GE-მ თამუნა გენძეხაძის ქალიშვილი, თიკო ინოზემცევა იპოვა და ვეცადეთ, ამ ულამაზესი ქალბატონის ისტორია მოგვეთხრო მკითხველისთვის...
ქალბატონი თიკო თამუნა გენძეხაძის ერთადერთი ქალიშვილია ისევე, როგორც თავად თამუნა იყო მშობლების ერთადერთი შვილი:
"ქუთაისში ძალიან ცნობილი ბებია და ბაბუა მყავდა - ილია გენძეხაძე წლების განმავლობაში ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე იყო, ბოლო 23 წელი კი პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გახლდათ და ულამაზესი მეუღლე (ბებიაჩემი) კუჩხა ლორთქიფანიძე ჰყავდა...წაიკითხეთ სრულად