ფრჩხილის 5 მოდური დიზაინი მათთვის, ვისაც სურს, რაღაც ახალი სცადოს - Marao

ფრჩხილის 5 მოდური დიზაინი მათთვის, ვისაც სურს, რაღაც ახალი სცადოს

2022-11-08 11:03:22+04:00


თუ ჯერ ვერ გაერკვიეთ, რისი გაკეთება გსურთ, შეხედეთ ამ ნიმუშებს და აირჩიეთ თქვენი მოდური ვარიანტი - "ნუდი", გლუვი თუ ნათელი პალიტრებით.

  • მინიმალიზმი

სადა ფრჩხილებზე პატარა გეომეტრიული დეტალი ზოგჯერ უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე რთული დიზაინი. ეს შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც უყვარს "მანიკიური მანიკიურის გარეშე", მაგრამ, ამავე დროს, სურს გამოირჩეოდეს.

  • მარგალიტის ფუფუნება

მბზინავი ფრჩხილები მომავალი სეზონების მთავარი ტრენდია. სხვადასხვა ტექნიკის კომბინაცია ფრჩხილზე კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება!

  • გლუვი ფრჩხილები

გლუვი მანიკიური სულ ტყუილად ითვლება მოსაწყენად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილების კომბინაციაზე. და თუ აქცენტებს გააკეთებთ კლასიკური ლაქით, თქვენ მიიღებთ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს.

  • გეომეტრიული ფანტაზია

დაივიწყეთ მკაცრი კვადრატები, ხაზები და სამკუთხედები. შთაგონება ჯობს კალეიდოსკოპში ეძებოთ! თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თუნდაც კრემისფერი და ვარდისფერი და მიიღებთ საოცარ შედეგს!

  • ქარვისფერი ფრჩხილები

ეს არის ყველაზე სასურველი დიზაინი 2022/23 შემოდგომა-ზამთრისთვის. და თუ არ მოგწონთ კლასიკური დიაპაზონი, აირჩიეთ სხვა ჩრდილები. ეს  მანიკიური გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და  ორიგინალურობით. ამიტომ დროა, რომ სცადოთ!

ასევე იხილეთ: შილაკის 7 დიზაინი ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ქალღმერთივით გამოიყურებოდნენ