„შენ ძალიან ლამაზი ხარ, კარიერა ვერ გექნება” – არაერთმა პროდიუსერმა ერთმანეთის მიყოლებით უარი უთხრა ახალგაზრდა ალენ დელონს, როცა ის კარიერის დაწყებას ცდილობდა და სინჯებზე მიდიოდა. პარადოქსია, თუმცა განსაკუთრებულმა გარეგნობამ მას ხელი შეუშალა კარიერული ნაბიჯების გადადგმაში. მოგვიანებით, ჰოლივუდში მისი ვიზუალი და ნიჭი შეუმჩნეველი აღარ დარჩა და პირველი სინჯის შემდეგ 7-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. დელონს არ ჰქონდა დრო, რომ დაეწყო ინგლისური ენის შესწავლა: რეჟისორმა ივ ალეგრემ დაარწმუნა იგი, სამშობლოში დაეწყო კარიერა. წარმატება, მსოფლიო პოპულარობა და ქალების თაყვანისცემა მთელი პლანეტიდან მას უეცრად დაატყდა თავს...
ალენ დელონის სახელის ხსენებაც კი უამრავ ქალს ჰგვრიდა ჟრუანტელს. ის სილამაზის აბსოლუტურ ხატად იქცა. მის ხიბლს ვერც მისი მსახიობი პარტნიორები უძლებდნენ და, არაერთ ცნობილ როლთან ერთად, ის არაერთი გახმაურებული რომანითაც დაიკვეხნის.
რომი შნაიდერი
ისეთი გარეგნული მონაცემებით, როგორიც ალენ დელონს გააჩნდა, ის განწირული იყო, გამხდარიყო ქალების გულთამპყრობელი. პირველი იღბლიანი ქალი, რომელიც მისი ხიბლის მსხვერპლი გახდა, იყო ახალგაზრდა ავსტრიელი მსახიობი რომი შნაიდერი. ისინი 1958 წელს "კრისტინას" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროისთვის შნაიდერი კინოვარსკვლავი იყო, დელონი კი - უცნობი ახალბედა. ერთი წლის შემდეგ ალენი და რომი დაინიშნენ, მაგრამ დიდი ხნის ნანატრი ქორწილი არასოდეს შემდგარა. თითქმის ექვსი წლის განმავლობაში ისინი იყვნენ ევროპული კინოს ულამაზესი წყვილი - პრესამ მათ რომანს "საუკუნის სიყვარული" უწოდა. სამწუხაროდ, იდილია ხანმოკლე იყო: მათ აკავშირებდათ დიდი სიყვარული, ყოვლისმომცველი ვნება - რომიმ საქმროს ყველა ღალატი აპატია, მაგრამ ამან ურთიერთობა ვერ გადაარჩინა. დელონმა რომისთან კავშირი თავად გაწყვიტა.
კლაუდია კარდინალე
იტალიელ ლამაზმან კლაუდია კარდინალესთან რომანი ალენ დელონს მიაწერეს მას შემდეგ, რაც ერთად მუშაობდნენ ფილმზე The Leopard. ეს შეიძლება რეალობად ქცეულიყო, თუ მიუწვდომელი სილამაზე დელონის ხიბლს დაემორჩილებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. კულისებს მიღმა მოვლენები ძალიან სასაცილოდ განვითარდა: დელონმა, საკუთარ ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებულმა, ფსონი დადო ფილმის რეჟისორთან, ლუჩინო ვისკონტისთან, რომ შეძლებდა, დაეპყრო მძვინვარე იტალიელის, კლაუდია კარდინალეს გული. სასიყვარულო სცენების დროს რეჟისორმა კარდინალეს ყალბი კოცნის გამო უსაყვედურა, მაგრამ კლაუდიამ სწრაფად გააცნობიერა კაცების განზრახვა, ამიტომ დელონმა წააგო ეს ფსონი.
ნიკო პაფგენი და ნატალი ბართელიმი
მომღერალმა და მსახიობმა ნიკო პაფგენმა და მსახიობმა ნატალი ბართლემიმ ალენ დელონს ორი ვაჟი აჩუქეს. დელონმა ნიკოს მიერ გაჩენილი შვილი არ აღიარა და ბავშვი მსახიობის მშობლებმა გაზარდეს.
ნატალი კი დელონის ერთადერთი ოფიციალური ცოლი იყო. ისინი ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ხშირად ეშლებოდათ და-ძმაში. ამ ქორწინებიდან მსახიობს მეორე ვაჟი, ენტონი შეეძინა, მაგრამ შვილებმა ეს ქორწინება ვერ გადაარჩინეს და წყვილი ოთხი წლის შემდეგ დაშორდა.
დალიდა
ალენ დელონი და დალიდა ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობდნენ, როცა ჯერ კიდევ არ იყვნენ პოპულარულები და მეზობლად ცხოვრობდნენ ჟან-მერმოზის ქუჩაზე. თუმცა მსახიობმა, სახელად იოლანდა ჯიგლიოტი - ყოფილმა "მის ეგვიპტემ" და მომავალში დალიდამ, ცოტა მოგვიანებით, 60-იანებში შეამჩნია დელონი. შემდეგ მათ შორის მშფოთვარე რომანი გაჩაღდა. იმ დროს დელონი დაინიშნა რომი შნაიდერზე... დალიდამ იცოდა დელონის თავქარიანობის შესახებ და მასთან გრძელვადიან ურთიერთობას არ აპირებდა, ამიტომ მასთან მეგობრობა განაგრძო და მათ საერთო სიმღერაც კი ჩაწერეს. Paroles Paroles-ის ფრანგული ვერსია მოგვიანებით მსოფლიო ჰიტი გახდა.
ბრიჯიტ ბარდო
1968 წლის ზაფხული. სენ-ტროპე. ორი მთავარი ფრანგი სექსსიმბოლო ალენ დელონი და ბრიჯიტ ბარდო ერთად - კოტ-დ'აზურზე გადაღებული ერთობლივი ფოტოების სერიამ საზოგადოებაში ენით აღუწერელი აღფრთოვანება გამოიწვია. სინამდვილეში, თითქმის ყველა ეკრანული რომანი რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა, თუმცა ბრიჯიტ ბარდო ამჯერად მოერიდა დელონთან ურთიერთობას: მსახიობებმა ამჯობინეს კომუნიკაციის მეგობრული ტონის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოიდები ცდილობდნენ წარმოედგინათ მათი ურთიერთობის სრულიად განსხვავებული ვერსია.
მირიელ დარკი
დელონის ბიოგრაფიაში ყველაზე გრძელი ურთიერთობა იყო მსახიობ მირიელ დარკთან: მათი სამოქალაქო ქორწინება 13 წელს გაგრძელდა. მსახიობის გაცნობა, რამაც განსაზღვრა დარკის ცხოვრება, შედგა "ჯეფის" გადასაღებ მოედანზე. თავდაპირველად იგი გახდა მისი თანაშემწე, ბიზნესპარტნიორი, შემდეგ - მისი საუკეთესო მეგობარი და საყვარელი. მათ ერთად ითამაშეს კიდევ ხუთ ფილმში. მათ შორის კავშირი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა - როცა რომი შნაიდერს შვილი გარდაეცვალა და ალენ დელონი მის გვერდით იყო, მირიელიც მხარს უჭერდა რომის ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში. დელონსა და მირიელს დღემდე ყველაზე თბილი ურთიერთობა აქვთ.
როზალი ვან ბრემენი
რომანი ალენ დელონსა და მოდელ როზალი ვან ბრემენს შორის 1987 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, გადაიზარდა სამოქალაქო ქორწინებაში. მსახიობს კიდევ ორი შვილი - ქალიშვილი ანუშკა და ვაჟი ალენ-ფაბიენი შეეძინა. 10 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ: გავრცელდა ჭორები, რომ თავად როზალიმ მიატოვა მოხუცი ქმარი და დაქორწინდა მის ფინანსურ პარტნიორზე.