ლიზა ჩიჩუამ ირაკლი მაქაცარიაზე ცოტა ხნის წინ იქორწინა. წყვილი საქორწინო მოგზაურობაში საბერძნეთში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ლიზამ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა.
ლიზა და ირაკლი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობენ და პოსტებს ხშირად აქვეყნებენ. ამჯერად, წყვილმა ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ლიზასთან ერთად ირაკლიც მღერის. ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
