ტელეწამყვანი ნელი აგირბა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას სტუმრობდა, სადაც ცხოვრების უმძიმეს პერიოდსა და მეუღლის, ირაკლი ძიმისტარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ ისაუბრა:
„როდესაც იღვიძებ, არ გახსოვს, რა ჯოჯოხეთში ხარ. სიკვდილის სურვილი ახლახან დავამარცხე, როცა ნოა დაიბადა. როდესაც სულ ფსკერზე ჩავედი, სწორედ მაშინ გავთავისუფლდი. ჩემს თავს ვეუბნებოდი - მიყვარხარ, მიყვარხარ და ის მპასუხობდა - მადლობა. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი დავინახეთ, მაშინ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავდა ერთობა... მეგონა, რომ თუ ძალიან ვთხოვდი დაბრუნებას, დაბრუნდებოდა. ჩემი სურვილი იყო, როგორმე მომეხერხებინა და მეც აღმოვჩენილიყავი მასთან ერთად კუბოში. დარჩენა არ მინდოდა, მხოლოდ ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი. ამ სამყაროსთან არაფერი აღარ მაკავშირებდა” - ამბობს ნელი აგირბა.
მან ის მომენტიც გაიხსენა, როცა მეუღლის გარდაცვალების შესახებ გაიგო:
„ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ვებრძოდი სიკვდილის სურვილს. ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო წასული და როდესაც ველოდებოდით, არ ჩამოვიდა. არ ვიცოდით, რატომ. ვიფიქრე, რომ გაისეირნა. დავიწყე რეკვა და აღმოჩნდა, რომ სასტუმროში ისევ ფიქსირდება. საბოლოოდ გავაღეთ კარები და აღმოჩნდა, რომ არ გვპასუხობს. ბოლომდე არ მჯეროდა და ექიმს ვითხოვდი” - ამბობს ის.
