მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ სტილი რადიკალურად შეიცვალა. ნათიამ ახალი ვარცხნილობა მოირგო და მეგობრებისგან არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა.

ნათია თოდუამ სულ ცოტა ხნის წინ რჩეულზე, დავით ზურაბაშვილზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა. საქორწინო წვეულების დროს კი ბავშვის სქესიც გაიგეს. ნათია და დავითი მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.
