მომღერალმა ნინო სურგულაძემ ნანუკა ჟორჟოლიანთან სტუმრობისას ოჯახისა და მეუღლის შესახებ ისაუბრა:
„ამ ქვეყანაზე არაფერია ადვილი და მარტივი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, აუცილებლად ბოლომდე მივდივარ. დიდ თამაშს თუ არ ვთამაშობთ ჩვენს საკუთარ თავთან და სამყაროსთან, დიდი რაღაცები სხვანაირად არ გამოდის…
გიორგი წარმოუდგენელი მამაა. პირველი წელი ორივე თანაბრად ვინაწილებდით პასუხისმგებლობას შვილებზე. მერე მე მომიწია, საქმიდან და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, მიწევდა წასვლა. პირველი გამგზავრება ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მამშვიდებდა, რომ გიორგი იყო დედაც და მამაც. ესეც ჯილდოა, რომ ასეთი ადამიანი გყავს გვერდზე. ძალიან დამეხმარა. სხვა ტიპის მამაკაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება ეს ყველაფერი ასე არ წასულიყო…“ - ამბობს ნინო სურგულაძე.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ნინო სურგულაძე პირად ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპების მშობლები გახდებოდნენ. „ჩემსა და გიორგის შორის გრძნობა რომ გაჩნდა, თითქოს თავში რაღაც დამეცა. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი. არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თან ორ შვილს ველოდებით” - ამბობდა ნინო. წყვილი უკვე ორი შვილის, ზაქარიასა და ნატალიას მშობელია.