მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაცემას "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან" სტუმრობდა, სადაც ცხოვრების და კარიერის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მეუღლესთან 70-წლიანი თანაცხოვრების დროს კრიზისული პერიოდებიც ჰქონდა. მსახიობმა ერთ-ერთი მათგანი გაიხსენა:
"70 წელი გავატარეთ ერთად. პატარა კრიზისული პერიოდი გვქონდა. ქალი აეკიდა, ჩემს ქმარზე გიჟდებოდნენ. ამ ქალს ვიცნობდი. ჩემს ქმარს პირდაპირ ვუთხარი, იმ კაცთან რა გამაჩერებს, რომელსაც ჩემთან ყოფნა არ უნდა-მეთქი… მუხლებზე დადგა და იტირა" - ამბობს თამარ სხირტლაძე.
მსახიობმა შვილის გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა და გაიხსენა, როგორ არ მისცა დედამთილმა ტყუპების გაჩენის უფლება:
"ერთი შვილი მყავდა და ღმერთმა წაიყვანა. კარგი შვილი იყო, ისე როგორ დაიძინებდა, რომ ჩვენი ამბავი არ ეკითხა. რამე რომ გაგჭირვებოდა, უცებ მოვარდებოდა. სიკეთის მეტი მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვიკეთებია, ამიტომაც ვიყავი ღმერთზე ნაწყენი... კიდევ მინდოდა შვილის გაჩენა. ჩემი ქმარი ტყუპისცალი იყო და მეც ტყუპებზე ვიყავი ორსულად, მაგრამ ჩემმა დედამთილმა გაჩენის უფლება არ მომცა. ცალკე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავაჩენდი" - ამბობს თამარ სხირტლაძე.
თამარ სხირტლაძე 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.