"თქვენ არ იცით, რა საოცარი გოგოა, უნიჭიერესი... ყველაფერი რომ გამოსდის, ისეთია" - თეა დარჩია რძლის შესახებ - Marao

"თქვენ არ იცით, რა საოცარი გოგოა, უნიჭიერესი... ყველაფერი რომ გამოსდის, ისეთია" - თეა დარჩია რძლის შესახებ

2022-11-15 13:10:20+04:00


ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცეკვავის, თეა დარჩიას ვაჟი მირიან მათიაშვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე ბარამიძეა. თეა დარჩიამ რძლის შესახებ ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენე საოცარი გოგოა:

"ცოტა ხნის წინ გავხდი დედამთილი. თქვენ არ იცით, რას ცეკვავს, რას მღერის და როგორ უკრავს ფორტეპიანოზე; თქვენ არ იცით, რა გოგოა, უნიჭიერესი. მოცეკვავე არ არის, მაგრამ ყველაფერი რომ გამოსდის, ეგეთია. საოცარი გოგოა. ძალიან იოლი და მაგარია ჩემი რძლობაც და სიძეობაც" - ამბობს თეა დარჩია.