MacBook Pro სტივ ჯობსის გამოსახულებით - Marao

MacBook Pro სტივ ჯობსის გამოსახულებით

2012-11-12 16:00:02+04:00

სტივ ჯობსის სახელი ალბათ მივიწყებას არასოდეს მიეცემა. კაცობრიობის არსებობაში შეტანილი წვლილისთვის მას პატივს კვლავ მიაგებენ...

დიზაინერულმა ფირმამ Uncover-მა გამოუშვა სპეციალური MacBook Pro. ნოუთბუქზე, რა თქმა უნდა, დატანილია Apples საფირმო ნიშანი, თუმცა ვაშლის მოკბეჩილ მხარეზე სტივ ჯობსის პროფილი ისახება.

ლოგოტიპი ჰონგკონგელი მხატვრის, ჯონათან მაკის მიერ არის შესრულებული. ლეპტოპი აუქციონზეა გატანილი და 12 300 დოლარად არის შეფასებული.