"დღეს ჩვენი დღესასწაულია, 21 წელი ერთად... ველოდები შენთან შეხვედრას" - ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ - Marao

"დღეს ჩვენი დღესასწაულია, 21 წელი ერთად... ველოდები შენთან შეხვედრას" - ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

2022-11-16 11:58:25+04:00


ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი ერთად ყოფნის 21 წელს აღნიშნავენ. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა და ქმრის მიერ გაგზავნილ ყვავილებთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა:

"დღეს ჩვენი დღესასწაულია. 21 წელი ერთად. მადლობა ყვავილებისთვის, ველოდები შენთან შეხვედრას ერთი დღით მაინც" - წერს ალა პუგაჩოვა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".