ნინო სუხიშვილი 15 ნოემბერს 58 წლის გახდა. მას დაბადების დღე სოციალურ ქსელში დასის წევრებმა მიულოცეს და მასთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს: "გილოცავთ, ძალიან გვიყვარხარ" - წერენ ისინი.

ნინო სუხიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა და 1986 წლიდან ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. 2000 წლამდე ამავე დასში მსახიობ-მოცეკვავეც იყო. მოგვიანებით ითავსებდა აღმასრულებელი მენეჯერის ფუნქციას, 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი. მისი თანამონაწილეობით განხორციელდა ყველასთვის კარგად ნაცნობი პროექტი "რამიშვილები", რომლის კოსტიუმების შექმნაშიც მან დიდი წვლილი შეიტანა. მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპის არაერთ ქვეყანაში და კერძო კოლექციონერების კოლექციებსაც ამშვენებს. დღეს ის ძმასთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად წარმატებით აგრძელებს დასის ხელმძღვანელობას.
