ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ძველ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვიყურებით, მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია:
"ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც პროგრესისკენ არის მიმართული. ნებისმიერ ასაკში, როგორც უნდა გამოვიყურებოდეთ, მთავარია, გვიყვარდეს ჩვენი თავი, როგორიც ვართ, კომპლექსებით, გარეგნობით, ქცევით და ა.შ. - მაგრამ თუ ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ რაღაც არ მოგვწონს ჩვენს თავში, ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ მოცემულობა.
პირველ ფოტოში 20 წლის ვარ, ძალიან უბრალო, მხიარული, საყვარელი, პუტკუნა გოგო, ცოტა კომპლექსებით და დიდი ამბიციებით. მაშინ მეგონა, რომ ძალიან კარგი სტილი მქონდა. ამ მაკიაჟზე კომენტარს არ გავაკეთებ - ნეტა, ვინმეს მაინც ეთქვა, რომ მაკიაჟი ასე საერთოდ არ უნდა გამეკეთებინა.
მეორე ფოტო 11 წლის შემდეგ არის გადაღებული. უკან მოვიტოვე კომპლექსები, შიშები და ბავშვური გულუბრყვილობა. ყოველდღე ვიცვლები, ვსწავლობ რაღაც ახალს და ვცდილობ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდე იმ ქალს, რომელიც მინდა, რომ ვიყო.
ხშირად მომდის შეტყობინებები, რომ მე მათთვის მოტივაცია ვარ. მიხარია, თუკი თუნდაც ერთ გოგონას მივცემ სტიმულს და ვუბიძგებ ცვლილებებისკენ, რომლებიც მის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ყველა ქალს გახსოვდეთ - თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ! მთავარია, რომ არასდროს დანებდეთ და ყველაფერი გააკეთოთ თქვენი მიზნებისთვის" - წერს თამო ვაშალომიძე.