"მე უკვე 9 წელია, დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად; საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ხარჯვა უფრო დიდი სიამოვნება ყოფილა, ვიდრე ქმრის ბიუჯეტით ცხოვრება" - ნინო ჩხეიძე - Marao

"მე უკვე 9 წელია, დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად; საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ხარჯვა უფრო დიდი სიამოვნება ყოფილა, ვიდრე ქმრის ბიუჯეტით ცხოვრება" - ნინო ჩხეიძე

2022-11-17 12:51:05+04:00

მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას განმარტავს, რომ მას დამოუკიდებელი ფინანსური ცხოვრება აქვს და საკუთარ ხარჯებს თავად განაგებს:

"ცხოვრებაში ყველაფერი შრომით მაქვს მოპოვებული, თუმცა იღბალი და გამართლებაც ხშირად ჩემს მხარეს ყოფილა. მე უკვე 9 წელია, დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად. ყველაფერს თვითონ განვაგებ, შემოსავალსაც და გასავალსაც. საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ხარჯვა უფრო დიდი სიამოვნება ყოფილა, ვიდრე ქმრის ბიუჯეტით ცხოვრება" - ამბობს ნინო ჩხეიძე.