ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს. ამჯერად კი ანიტამ ჟურნალ "სარკესთან" საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
"მე და ჩემმა ოჯახმა დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ და ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ოჯახს, მშობლებს, დას, პატარა დისშვილებს არაფერი უნდა მოაკლდეთ. სულ წინ უნდა ვიარო და იმედიანად ვიყო. სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი და ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი. დანარჩენ დროს ჯანმრთელობას ვუთმობ – ფიზიკურ ვარჯიშს, იოგას… მაკიაჟს ვხმარობ, თმაც სულ ფორმაში მაქვს. ეს ყველაფერი დამღლელი კი არის, მაგრამ აუცილებელია. არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, რაც მომწონს, მაშინვე ვყიდულობ. სამოსში კატასტროფულად დიდ თანხებს არასოდეს ვიხდი. არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ,,არმანი” უნდა ვიყიდო. შეიძლება ძალიან ლამაზი 20-ლარიანი კაბა შევიძინო, რომელიც მომიხდება" - ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.