"ბრწყინავ და ანათებ" - თურქული სერიალების ქართველი ვარსკვლავის, ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ფოტოსესია - Marao

"ბრწყინავ და ანათებ" - თურქული სერიალების ქართველი ვარსკვლავის, ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ფოტოსესია

2022-11-18 12:24:47+04:00


მსახიობ ნანა სტამბოლიშვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მან ბოლო დროს, ერთ-ერთ პოპულარულ თურქულ სერიალში მონაწილეობით, მაყურებელს თავი კიდევ უფრო შეაყვარა. ნანა TC Candler-ის მიერ 2022 წლის 100 ყველაზე ლამაზი სახის ნომინაციაშიცაა წარდგენილი.

ამჯერად მოწონებას მსახიობის ახალი ფოტოები იმსახურებს. საახალწლო თემით გაფორმებულ ფოტოსესიაში ნანუკა სტამბოლიშვილი მართლაც ბრწყინავდა: "ბრწყინავ და ანათებ", "ნაზი და ლამაზი", "საუკეთესო გოგო ხარ" - წერენ კომენტარებში.