21-27 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

21-27 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2022-11-21 10:07:20+04:00


ვერძი

გაგიუმჯობესდებათ გაწყობა. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რათა იოლად დაამარცხოთ ვირუსული ინფექციები. კვირის პირველ ნახევარში მოაწესრიგეთ პირადი ნივთები სახლშიც და სამსახურშიც, საბუთები, ფინანსური საკითხები, დაასრულეთ საქმეები. ზოგიერთი შეიძლება შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ, განსაკუთრებით, თუ ოცნებობდით. კვირის ბოლოს დაგეგმეთ ტურისტული მგზავრობა, მოემზადეთ უცხოეთში გასამგზავრებლად.

კურო

დაკვირვებით იმოქმედეთ, განსაკუთრებით, კვირის პირველ ნახევარში, რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა ან არ დაზარალდეთ მატერიალურად. მოერიდეთ გეგმური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. უქმეებზე დაგეგმეთ კულტურული ღონისძიებები.

ტყუპი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. უმრავლესობა ბინის კეთილმოწყობაზე იქნებით ორიენტირებული. დაალაგეთ კარადა, პირადი ნივთები და მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. განსაკუთრებით ახალმთვარეობამდე. კვირის მეორე ნახევარში არ დაძაბოთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. შეიძლება რაღაც გაიგოთ თქვენს მეორე ნახევარზე, რაც არ გესიამოვნებათ.

კირჩხიბი

კვირის პირველ ნახევარში შეძლებთ შემოქმედებითი იდეების დასრულებას, რომანტიკით ტკბობას. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. სამშაბათს მშვიდობიანად მოაგვარეთ დაძაბულობა ახლობლებთან. ხუთშაბათიდან მოიმატებს ვალდებულებები და საქმეები. ყურადღებით იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, მუშაობისას, რადგან მომატებულია წვრილი ტრავმების ალბათობა.

ლომი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საჭირო ნივთების შეძენას შეძლებთ. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას ახალმთვარეობაზე. იყავით მომართული პრაქტიკულობაზე. კვირის ბოლოსკენ მოგემატებათ რომანტიკული განწყობა, ფლირტის სურვილი. უქმეებზე გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. უნდა მოინდომოთ, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. საუკეთესო პერიოდია დაწყებული შემოქმედებითი იდეების დასასრულებლად. პარასკევიდან უკეთესი პერიოდი გეწყებათ, გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. დაუთმეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. შორეული მგზავრობს დრო მეტი დაკვირვება გმართებთ.

სასწორი

ენერგია და დრო უნდა დაზოგოთ, არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, დებატებსა და ბრძოლაში ჩართვას. განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს ავადმყოფობდით. გადახედეთ თქვენს ცხოვრებს, რა უნდა შეცვალოთ ახალმთვარეობის შემდეგ. კარგი იქნება ახლის შესწავლა ეს შეიძლება იყოს უცხო ენები, ავტომობილის მართვა. უქმეებზე ახლო მანძილზე გასეირნება პოზიტივით აგავსებთ.

მორიელი

გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან და შეიძლება ზოგიერთის პრობლემების მოგვარება თქვენ მოგიწიოთ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ახალმთვარეობამდე დაასრულეთ. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით დაისვენებთ, მეტ კომფორტს შეუქმნით საკუთარ თავს. მომავალი კვირიდან კი ახალ საქმეებში ჩაერთვებით, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი

ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში. თავად უნდა მოინდომოთ, რომ მიაღწიოთ სასურველს. პარასკევიდან მეტად გააქტიურდით, ცხოვრების ყველა სფეროს გასაუმჯობესებლად. მოგინდებათ ცხოვრების ახლებურად, თავიდან დაწყება. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

თხის რქა

ჩაინიშნეთ ახალი იდეები, მათ ცოტა მოგვიანებით განახორციელებთ. კვირის პირველი ნახევარი კი დაწყებული პროექტების დასრულებას დაუთმეთ. შეამცირეთ დატვირთვა, მოგინდებათ მეტად განმარტოება, სიმშვიდე. მოერიდეთ უცხო გარემოში, უცნობებთან ყოფნას. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით შვებულებას აიღებთ და სანატორიუმში დაისვენებთ. ან თუ უქმეებზე მოინახულებთ წმინდა ადგილებს.

მერწყული

საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ, ექსტრასენსორული. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური ცოდნისადმი. კვირის მეორე ნახევრიდან გახშირდება მეგობრული შეკრებები. ზოგიერთმა შეიძლება ახლობლებთან ერთად ახალი საქმე დაიწყოთ ან თანამოაზრეებთან ერთად სოციალურ პროექტებში ჩაერთოთ.

თევზები

კეთილგანწყობილი იქნებით გარშემო მყოფებისადმი და მათგანაც მეტ პოზიტივს მიიღებთ, ახალმთვარეობის დღეები სიმშვიდეში გაატარეთ. მოერიდეთ ყველაფერ ნეგატიურს. კვირის მეორე ნახევარში დაიწყეთ დოკუმენტების გაფორმება; ახალი პროექტების დაწყება. მოგინდებათ საკუთარი შესაძლებლობების მეტად გამოვლენა, პატივისცემა და ახლობლებისგან მეტი დაფასება.