წლების წინ თათა ქართველიშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობდა. მისი კარიერა სილამაზის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი სატელევიზიო ინდუსტრიაში გადაინაცვლა. დაოჯახების შემდეგ თათა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრშ - მისი მეუღლე ზურა არსოშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დროს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გახლდათ. ხელისუფლებლების შეცვლის შემდეგ წყვილმა საქართველო დატოვა და ამერიკული ოცნების ასახდენად შტატებში გაემგზავრა...
ახლა თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში. სწორედ მისი პიარსააგენტო TATA PR Los Angeles-ის საშუალებით ხდება, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ...
ის წარმატებული ქალია, ამავე დროს, დედა და მეუღლე, რომელიც კარიერის განვითარების პარალელურად ცდილობს, რომ ოჯახისთვისაც ყოველთვის დარჩეს დრო...

- თათა, კარიერა მოდელობით დაიწყეთ, იყავით ტელეწამყვანი, თუმცა წლებია უკვე შტატებში ცხოვრობთ... საქართველოში ცხოვრების წლებს როგორ გაიხსენებდით?
- უზომოდ მიყვარს საქართველო და ყოველთვის კარგი მახსენდება, როდესაც საქართველოში გატარებულ წლებზე ვფიქრობ. 27 წლამდე ვცხოვრობდი თბილისში და ის წლები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თბილისში მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება მქონდა, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ადამიანი ყველაზე ბედნიერად თავს მაინც საკუთარ სამშობლოში, გარემოში და საყვარელ ადამიანებთან ერთად გრძნობს.
- მეუღლის, ოჯახის შესახებ მოგვიყევით...
- ჩემი მეუღლე არის ზურაბ არსოშვილი. 16 წელია ერთად ვართ. გვყავს ორი ქალიშვილი 14 წლის მარიამი და 1 წლის ოდრი. ოდრიმ ძალიან დიდი სიხარული და მხიარულება შემოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა ოდრის აღზრდაზე ვართ გადართული...გაგრძელება