„ეს ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, წავიდა თავის შვილთან...“ - რას წერს ნიკოლოზ წულუკიძე თამარ სხირტლაძეზე - Marao

„ეს ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, წავიდა თავის შვილთან...“ - რას წერს ნიკოლოზ წულუკიძე თამარ სხირტლაძეზე

2022-11-24 10:16:03+04:00


ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში მსახიობ თამარ სხირტლაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მის შესახებ წერს:

„ეს პირველი ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, თამარას ბოლო დაბადების დღეზე. წავიდა თავის შვილთან...ბრწყინვალე არტისტი და ჩემი დიდი მეგობარი,” - წერს ნიკა წულუკიძე ფეისბუკზე.

ნიკოლოზ წულუკიძეს მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც სწორედ ამ დღესაა გადაღებული. მსახიობი თამარ სხირტლაძე კი 23 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.