ხორცი ჩვენი ორგანიზმისთვის ცილების ძირითადი წყაროა და საჭიროა მისი ნორმალური განვითარებისა და ცხოვრებისუნარიანობისთვის. გარდა ცილისა, ხორცი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც მაღაზიაში ან ბაზარში ვყიდულობთ ხორცს? ხორცი ხომ - მალფუჭებადი პროდუქტია. მასზე სწრაფად მრავლდება ბაქტერიები და მიკრობები.
თავდაპირველად დასუნეთ ხორცი
ხორცის არჩევისას, თუ ამის საშუალება გაქვთ, დაყნოსეთ იგი. თუ სუნი არასასიამოვნოა, მაგალითად, მომჟავო, ან უარეს შემთხვევაში, გახრწნილი ხორცის, მაშინ სხვა მანიპულაციის ჩატარებას აზრი არ აქვს. მაგრამ თუ ხორცს ახლის სუნი აქვს, მაშინ შეგიძლიათ მის გარეგნულ მხარეს მიაქციოთ ყურადღება.
პროდუქტის გარეგანი დათვალიერება
თუ თქვენ გაუყინავ ხორცს ყიდულობთ, არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს, ტექსტურასა და სუნს.
განაჭრელზე ხორცის ფერი უნდა იყოს ერთფეროვანი.
ძროხის ხორცს უნდა ჰქონდეს მსუყე წითელი ფერი.
ხბოს ხორცს უფრო ღია, ვიდრე ძროხისას.
ღორის ხორცს ვარდისფერი უნდა დაჰკრავდეს, ფერმკრთალიდან უფრო მკვეთრამდე, ეს მის ასაკზეა დამოკიდებული.
ბატკნის ხორცს ღია ვარდისფერი, ხოლო ცხვრისას უფრო მოწითალო შეფერილობა უნდა ჰქონდეს.
ცხიმის საფარის მიხედვითაც შესაძლებელია ხორცის ხარისხის დადგენა. ცხიმის ფერი უნდა იყოს თეთრი ან კრემისფერი, სტრუქტურა მყარი, ხოლო სუნი სასიამოვნო. ცხიმის შემადგენლობა ცხოველის სახეობაზე, ასაკსა და მის კვებაზეა დამოკიდებული.
ხორცის ტექსტურა
ხორცი არ უნდა იყოს მოშვებული და გამთხლევებული. ის უნდა იყოს მყარი და მკვრივი. ხორცის სიმკვრივის განსაზღვრა ძალიან მარტივია: დააჭირეთ თითი ხორცს და ღრმული, რომელიც მის ზედაპირზე გაჩნდება, თითის აღებისთანავე უნდა ამოივსოს.
თუ ღრმული დარჩება, ეს ხორცის უხარისხობის მანიშნებელია. ხორცის განაჭერი თანაბარი და გლუვი უნდა იყოს. თუ მას შეეხებით, ხელი სუფთა და თითქმის მშრალი უნდა დარჩეს.
შესაძლებელია ამის ხელსახოცით გაკეთება. ხორცზე არ უნდა იყოს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები და ლორწო. თუ ხორცი ძველია, მისი განაჭერი სველი და წებოვანია.
ფრინველის ხორცი იყიდება როგორც გაყინული, ასევე, გაუყინავი სახით. ფრინველის ხორციც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია. ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. ქათმის ხორცი უმჯობესია გაუყინავი იყიდოთ.
ფრინველის ხორცი, ისევე, როგორც სხვა ხორცეული, პირველ რიგში, გარეგანი ნიშნებითა და სუნით უნდა შეამოწმოთ.
გარეგნულად ფრინველის ხორცი მოთეთრო-ყვითელი უნდა იყოს, ზედაპირი მშრალი და სხვადასხვა ლაქისა და იარების, ჰემატომების გარეშე უნდა იყოს.
ხორცის ტექსტურა მსუყე და მკვრივი უნდა იყოს. თუ ახალი ხორცის ზედაპირზე თითს დააჭერთ, ღრმული მაშინვე ამოივსება. სუნი არ უნდა ჰქონდეს მომჟავო და ამძორებულის. ჯანმრთელი ფრინველის ცხიმი ღია კრემისფერი უნდა იყოს. ცხიმის მუქი ყვითელი ფერი მის სიძველეზე მეტყველებს.
რეალიზაციის ვადებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხორცის არჩევისას. ყურადღება უნდა მიაქციოთ ქათმის ხორცის შეფუთვას. გაუყინავი ხორცი 5 დღეზე მეტხანს არ ინახება, დაჭრილი - კიდევ უფრო ცოტა ხანს.
გაყინულ ხორცს ხარისხიანობის სულ სხვა მაჩვენებლები აქვს. მისი ფერი უფრო მკვეთრი და ხასხასაა, ხორცის კონსისტენცია უფრო მკვრივი. სუნის შემოწმება მხოლოდ მისი გალღობის შემდეგ არის შესაძლებელი. ასე რომ, მთლიანობაში მის ხარისხიანობაში მხოლოდ გალღობის შემდეგ დარწმუნდებით.
ხარისხიანი გაყინული ქათმის ხორცის ყიდვა ძნელია, თუმცა რაღაც თავისებურებებს მაინც შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება. ეს არის ყინულის რაოდენობა შეფუთვაში - რაც უფრო მეტია ის, მით წყლიანი იქნება ქათმის ხორცი გალღობის შემდეგ, ქსოვილები დარღვეული იქნება და ასეთი ქათმისგან კერძი ისეთი გემრიელი არ გამოვა, რა თქმა უნდა, არც სასარგებლო.
შესაძლოა, ქათამი რამდენჯერმე გაყინეს და გაალღვეს, ან უბრალოდ, წყლით გაბერეს. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი: შესაძლოა, ის დიდი ხნის დების შემდეგ გაყინეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვა დაუზიანებელი იყოს.
როცა დარწმუნდებით, რომ ხორცი ხარისხიანია - შეიძინეთ ის. პატარა ეჭვის შემთხვევაშიც უარი თქვით მის ყიდვაზე, რადგან ასეთი პროდუქტის საკვებში გამოყენებას შესაძლოა ცუდი შედეგები მოჰყვეს.
რჩევები ხორცის არჩევისას
სპეციალისტების რჩევების შესწავლისას გამოგვაქვს შემდეგი დასკვნები:
უმჯობესია შევიძინოთ ხორცი იქ, სადაც პროდუქტის ხარისხში ეჭვი არ გეპარებათ;
გახსოვდეთ, რომ ცხოველის ხორცი შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ამიტომაც, როცა ხორცს ყიდულობთ კერძო პირთან ან ბაზარში, აუცილებლად შეამოწმეთ თუ აქვს პროდუქტს ბეჭედი და ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლი გავლილი.
იდეალურია, თუ ხორცს ყასაბთან იყიდით. მაშინ თქვენ დარწმუნებული იქნებით პროდუქტის ვარგისიანობაში.
და კიდევ, ხორცის რამდენჯერმე გალღვობა და გაყინვა რეკომენდებული არ არის, ის უვარგისი ხდება.