„ვფიქრობ, მალე აუცილებელი გახდება გრძელი კაბების ჩაცმა, რომ მამაკაცი არ გაღიზიანდეს“ - მაკა ჩიჩუა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ - Marao

„ვფიქრობ, მალე აუცილებელი გახდება გრძელი კაბების ჩაცმა, რომ მამაკაცი არ გაღიზიანდეს“ - მაკა ჩიჩუა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

2022-11-28 10:47:35+04:00

რამდენიმე დღის წინ თერჯოლაში შემზარავი დანაშაული მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. ქალი ადგილზევე დაიღუპა. ფაქტის შემსწრეები ცდილობდნენ, მას მიშველებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაც, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამ ამბავს და ქალთა მიმართ ძალადობას ეხმიანება საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა: „ვფიქრობ, მალე აუცილებელი გახდება გრძელი კაბების ჩაცმა, შეიძლება ფარანჯაც ჩაგვაცვან, რომ არ გაღიზიანდეს მამაკაცი...

თუ ადამიანი არ იქნება ღირებული ქვეყანაში, მაშინ ფასადური ქუჩების რეაბილიტაციას რა აზრი აქვს, შადრევანიც ვერ მოახერხეს ისეთი გაეკეთებინათ, რომ ადამიანი არ დაღუპულიყო“ - ამბობს ის.

იხილეთ ვიდეო