მომღერალ გია ბაღაშვილისა და მსახიობ თაკო ტაბატაძის გოგონა ლიზა იუბილარია. მას მშობლებმა დაბადების დღე სოციალურ ქსელშიც მიულოცეს და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.
თაკო ტაბატაძე:
"ლიზა 11! დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ვარსკვლავგოგონა, ჩემო მზის სხივო, ჩემო სიამაყე! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, თავისუფლებას, წარმატებას და სიყვარულს! ყოველთვის იყავი ის, რაც ხარ! საოცარი ხარ! მადლობა შენს საოცარ მეგობრებს! მიყვარხართ ყველა!“

გია ბაღაშვილი:
„ჩემი მეორე გოგონა, მამიკოს სიხარული, ლიზა დღეს 11 წლის გახდა. ბედნიერი და ჯანმრთელი მყავდე, შენ გენაცვალოს შენი მამა!“
