იცოდით, რომ გოგრა კანის გაჯანსაღებისთვის საჭირო მინერალების ყველაზე დიდ რაოდენობას შეიცავს?
თუკი ზაფხულში კანის მოვლა უმეტესად მზისგან დამცავი კრემის გამოყენებითა და კანის მაქსიმალური დატენიანებით გამოიხატება, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ზამთარში, მისი მოვლის გზებიც იცვლება.
გოგრის ფერმენტები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც კანის გაუმჯობესებისა და გაახალგაზრდავების გზებს ეძებს. შეიტყვეთ უფრო მეტი ამ მცენარის შესახებ და გაიგეთ, თუ რა გავლენას ახდენს გოგრა თქვენი კანის სიჯანსაღეზე ზამთარში.
გოგრა ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის
მასში შემავალ პროტეინები უჯრედს არასასიამოვნო და ტოქსიკური ნივთიერებებისგან ათავისუფლებს. თუ თქვენი კანი ზედმეტი ცხიმიანობით გამოირჩევა, მაშინ შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი გოგრის პიურე ¼ სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს შეურიოთ და ისე დაიტანოთ სახეზე, დაიტოვოთ 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანოთ.
გეხმარებათ სახიდან გამონაყარის მოცილებაში
გამონაყარის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება კანის უჯრედებში გაჭედილი ცხიმი ჩაითვალოს. მისგან გასუფთავებაში კი გოგრაში შემავალი სასარგებლო და ანტიბაქტერიული ნივთიერებები დაგეხმარებათ.
გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი
გოგრა დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც ნაოჭების გაჩენას ხელს უშლის. როგორც დერმატოლოგები განმარტავენ, გოგრა ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას და წვრილი ნაოჭების გასწორებას. იგი ასევე შეიცავს ბეტა-კერატინს, რომელიც კანს UVA სხივების ზემოქმედებისგან იცავს. გოგრის შიგთავსის გამოყენება ტუჩის ბალზამადაც შეგიძლიათ.