მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ "რადიო ფორტუნასთან" ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, შეუტანია თუ არა ცვლილებები საკუთარ გარეგნობაში:
"გავიკეთე ბოტოქსი, პირველად ექვსი თვის წინ – გაგონილი მქონდა, რომ შაკიკს შველოდა. ინდივიდუალური ყოფილა, მაგრამ მე მიშველა. აღმოჩნდა, რომ გარეგნული ეფექტიც კარგი აქვს, მომეწონა და ახლა უკვე მეორედ გავიკეთე. სხვა ინიექციებისთვის არ მიმიმართავს. ერთადერთი, რაც ვისწავლე ისაა, რომ მაკიაჟი საფუძვლიანად უნდა ჩამოვირეცხო. ბოტოქსის გაკეთების შემდეგ მეუბნებოდნენ, რატომ გაიკეთე შენს ასაკშიო. რა ვქნა, დამჭირდა ამ ასაკში, ხომ უნდა მივხედო თავს…" -ამბობს ბაბი კირკიტაძე.
