ამჯერად რუბრიკაში "მოდა და სტილი" იმ ადამიანებს განვიხილავთ, რომელთა ჩაცმის სტილმაც მოდაზე მოახდინა გავლენა. ადამიანის განწყობა სამოსით გადმოიცემა. პიროვნების ჩაცმულობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის დამოკიდებულებაზე როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემო მყოფების მიმართ. რა უფრო მნიშვნელოვანია, მოდა თუ სტილი? ვინ აწესებს სტანდარტებს? ამ კითხვებს დიზაინერი მარინა ხორავა პასუხობს.
OK! Magazine Georgia. დიზაინერი მარინა ხორავა
იტალიური კომპანია "ფიატის" მთავარი აქციონერი, საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" პრეზიდენტი, სენატორი ან უბრალოდ, ძალიან გემოვნებიანი მამაკაცი, მეტსახელად "ადვოკატი" - ასეთია ჯანი ანიელის მოკლე ბიოგრაფია. მისი ჩაცმისა და ცხოვრების სტილმა გავლენა მოახდინა არა მარტო იტალიელებზე, არამედ მთელი მსოფლიოს მამაკაცებზე. პენსიაზე გასვლის წინ, ანიელის სიტყვით გამოსვლის შემდგომ, იტალიელმა დიზაინერმა ნინო ჩერუტიმ ანიელი დაასახელა შთაგონების წყაროდ ჯეიმზ ბონდსა და ჯონ კენედისთან ერთად. გამოცემა "Esquirem" ის მსოფლიო მოდის ისტორიაში 5 საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცს შორის მოიხსენია.
- მისდევდა ანიელი მოდას?
- ჯანი ანიელი თავად ქმნიდა მოდას. მან თავისი დახვეწილობით და ორიგინალური ჩაცმის სტილით თავისი ხაზი შექმნა. ერთხელ ლეგენდარულმა ფედერიკო ფელინიმ თქვა: "დასვით ანიელი ცხენზე და ის იქნება მეფე". მისი გამორჩეული გემოვნება არც მედიას რჩებოდა უყურადღებოდ. 1970 წელს გამოცემა Vanity Fair-მა ის წლის ელეგანტურ მამაკაცად დაასახელა.
ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლისაა, მისი ყოველი გამოჩენა სცენასა და ეკრანზე მსმენელისთვის ზეიმია. ის არა მარტო ქართველების საყვარელი მომღერალი, არამედ უზადოდ დახვეწილი და გემოვნებიანი ადამიანია. როგორ შეიძლება იყო საოცრად მოდური მთელი ეპოქის განმავლობაში?
- ეს შეუძლია მხოლოდ ნანი ბრეგვაძეს. მისი ყოველი გამოჩენა ზეიმია. ეს ქალი თავად არის დღესასწაული. ნანი არა მარტო ლეგენდარული მომღერალია, ის ელეგანტური და გამორჩეული ქალიცაა. ქალბატონი ნანის სტილი იყო, არის და იქნება გამორჩეული და დასამახსოვრებელი.
წაიკითხეთ სრულად