საახალწლო განწყობა კალაძეების ოჯახში - ანუკი არეშიძე საახალწლოდ მორთული სახლის ფოტოებს აქვეყნებს - Marao

საახალწლო განწყობა კალაძეების ოჯახში - ანუკი არეშიძე საახალწლოდ მორთული სახლის ფოტოებს აქვეყნებს

2022-12-06 11:24:21+04:00


ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.

ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში საკუთარი სახლის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მათ ოჯახში უკვე საახალწლო განწყობაა. მათ ნაძვის ხე უკვე ააწყვეს და საახალწლო დეკორაციებით ეზოც მორთეს. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.