მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. სალომემ ტელეწამყვანის იმიჯიც მოირგო და ეკრანებზეც ხშირად ჩნდება.
ამჯერად კი ის ფოტოებს დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს შავ კაბაში აქვეყნებს. ფოტოებმა სალომეს გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ნამდვილი ქართული სილამაზე“, „საუცხოოდ გამოიყურები“, „შავი ვარდი“ - წერენ კომენტარებში.