თმის ცვენა განსაკუთრებით ცივ სეზონზე უამრავ ადამიანს აწუხებს. ზოგიერთი მათგანისთვის ეს რთული და მტკივნეული საკითხია, რადგან თმა გარეგნობას მნიშვნელოვნად ცვლის და, ასევე, მოწესრიგებული და ბზინვარე თმა მოვლილი ქალის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.
ბოლო დროს სტილისტები სულ უფრო მეტს საუბრობენ თმის მოვლის ინოვაციურ მეთოდზე, რაც როზმარინის სხვადასხვა ფორმით გამოყენებას გულისხმობს. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეიძლება მოვამზადოთ ეს მცენარე სახლის პირობებში ისე, რომ ჩვენს თმას იდეალური ხარისხი და ბზინვარება მივანიჭოთ.
როზმარინის ზეთი არის პოპულარული ინფუზიური ზეთი, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში და თავის მოვლისთვის. თუ გსურთ, სწრაფად მოამზადოთ როზმარინის ზეთი, ამისთვის აიღეთ სასურველი მცენარის ზეთი და მოათავსეთ მასში როზმარინის რამდენიმე ტოტი. ნაერთი ცეცხლზე შეათბეთ და გამოიყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. თუ გსურთ, ზეთი უფრო ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაამზადოთ, გამოიყენეთ გამხმარი როზმარინი. კიდევ ერთი მეთოდია, მოათავსოთ როზმარინი რკინის ქილაში, დაასხათ ცოტაოდენი საკვები ზეთი და დადგათ მზეზე.
როზმარინის ზეთი მოკლევადიანი გამოყენებისთვის - დაგჭირდებათ:
- როზმარინის 3-4 მომცრო ტოტი
- 475 მლ ზეთი (ზეითუნის ზეთი, ჟოჟობას ზეთი ან ტკბილი ნუშის ზეთი)
როზმარინის ზეთი გრძელვადიანი გამოყენებისთვის - დაგჭირდებათ: - სამი ან ოთხი ყლორტი გამხმარი როზმარინი ან ერთი დიდი სუფრის კოვზი ხმელი როზმარინი
- 475 მლ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი - ნაბიჯი 1
კარგად გარეცხეთ როზმარინის ტოტები ცივ, გამდინარე წყალში. შემდეგ მოაცილეთ იმ რაოდენობის ფოთლები, რომ ერთი ჭიქა გაივსოს.
მომზადების წესი - ნაბიჯი 2
ორი ჭიქა ზეთი ჩაასხით პატარა ზომის ქვაბში. თქვენი სურვილისამებრ, გამოიყენეთ ზეითუნის, ჟოჟობას ან ნუშის ზეთი.
მომზადების წესი - ნაბიჯი 3
მოათავსეთ როზმარინი ზეთში და გააცხელეთ. ქვაბში დაამატეთ როზმარინის ტოტებიც. ქვაბი უნდა იდგას ნელ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში. მასას მუდმივად ურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან მაშინ, როცა როზმარინის ინტენსიურ სუნს იგრძნობთ.
მომზადების წესი - ნაბიჯი 4
გაწურეთ და გააგრილეთ ზეთი. დიდი ლითონის თასში მოათავსეთ ლითონის საწური. ზეთის ნარევი ჩაასხით ქილაში.
მომზადების წესი - ნაბიჯი 5
მას შემდეგ, რაც ზეთი ოთახის ტემპერატურას მიაღწევს, ჩაასხით სასურველ ჭურჭელში. ნუ მოათავსებთ ჭურჭელში ტოტებს, რადგან ამან შესაძლოა მავნე ნივთიერებებით გააჯეროს სითხე.
მომზადების წესი - ნაბიჯი 6
ზეთი შედგით მაცივარში. ახალი მცენარეებით მომზადებული ზეთები უნდა შეინახოთ მაცივარში და გამოიყენოთ ერთი კვირის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის მავნე ბაქტერიების ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზეთის დაბინძურება.