გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის ოჯახში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. წყვილმა სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა. „მოლოდინი და რეალობა“ - წერს მარინა ფოტოებზე, სადაც ოჯახური მხიარულებაა ასახული.


გიგი დედალამაზაშვილმა კი გამომწერებს ბუხარსა და ნაძვის ხესთან გადაღებული ვიდეო გაუზიარა, მათგან კი დიდი მოწონება დაიმსახურა.
გიგიმ და მარინამ ნაძვის ხე მინიმალისტურად მორთეს, აქცენტი კი განათებაზე გააკეთეს და სახლში საახალწლო გარემოს შექმნა ნამდვილად შეძლეს.