საბერძნეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. "ინსტაგრამზე" მას 225 ათასამდე გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. თამთა საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად ითვლება. მის შესახებ ხშირად წერს ბერძნული მედიაც.
როგორც ცნობილია, თამთას რჩეული ბერძენი ბიზნესმენი პერის კასიდოკოსტას-ლაცია. წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა კამერების წინ იშვიათად ჩნდებიან.
ამჯერად ბერძნული მედია თამთასა და პერისის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ წყვილი ზღაპრულ სახლში ცხოვრობს, სადაც არაერთი დამხმარე ქალი ჰყავთ. მედია წერს, რომ წყვილი მათ მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემასა და მზრუნველობას იჩენს და მათ ხშირად საჩუქრებითაც ანებივრებს. ბერძნული გამოცემის, PatKiout-ის მიხედვით, თამთა საბერძნეთში ჩასვლის პირველ წლებში თავადაც დამხმარედ მუშაობდა, სახლს ალაგებდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.
დღეს თამთა გოდუაძე წარმატებული მუსიკოსია, მონაწილეობას იღებს არაერთ კონკურსსა თუ კონცერტში და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.