თბილი და მოდური - ზამთრის ყველაზე ტრენდული ქუდები - Marao

თბილი და მოდური - ზამთრის ყველაზე ტრენდული ქუდები

2022-12-09 21:53:51+04:00


შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო ცივა გარეთ, მით უფრო ნაკლებად გიჩნდებათ მოდურად ჩაცმის სურვილი? მთავარია, კისერზე შარფი შემოიხვიოთ და ასე იაროთ სამსახურში.

ფერადი შარფები და ქუდები ყველაზე პოპულარული სწორედ ამ სეზონზე ხდება. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ზამთრის მთავარ მოდის ტენდენციებს.

პანამა

ყველაზე ხშირად, მოდის მოყვარულები ფუმფულა შალის პანამას ირჩევენ. წელს ნარინჯისფერი, ყვითელი და ლურჯი ყველაზე ტრენდული ფერებია.

ბეისბოლის კეპი

სანამ ამინდი საშუალებას გვაძლევს, თბილი ქუდები შეგვიძლია ბეისბოლის კეპით ჩავანაცვლოთ. საკმაოდ აქტუალურია ვინტაჟური მოდელები.

Balaclava

ბოლო პერიოდში მსგავსი სტილის ქუდი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ სტილის ქუდები ზამთრის სეზონისთვის ზედგამოჭრილია.

ბერეტი

ბერეტი მოდის სამყაროში უკვე დიდი ხანია პოპულარულია. ე.წ. „ფრანგული გოგონას“ სტილის შემოღება კი მის აქტუალურობას დღითიდღე ზრდის.

ბინი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს კომფორტული ქუდი მთლიანად გადავიდეს მოდიდან. მაშინაც კი, თუ ისინი შეწყვეტენ პოპულარობას, მასზე უფრო კომფორტული ქუდის წარმოდგენა შეუძლებელია.