ქეთი მელუა დედა გახდა - მუსიკოსი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

ქეთი მელუა დედა გახდა - მუსიკოსი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს

2022-12-09 23:11:55+04:00


მუსიკოსი ქეთი მელუა დედა გახდა. მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკზე დაწერა: "ეს იყო საუკეთესო თვე, ჩვენ უკვე სანდროს მშობლები ვართ, ეს თითქოს სიზმარია, არასდროს მიგრძნია ასეთი დიდი სიყვარული" - წერს ქეთი მელუა.

ქეთი მელუა პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობს. მისი პარტნიორის, ოლივერის შესახებ Ambebi.ge-თან ინტერვიუში ქეთის ბაბუამ ისაუბრა: "ქეთის ჰყავდა მეუღლე, რომელიც სპორტსმენი იყო, მაგრამ მას მალევე გაშორდა... ახლა გათხოვდა მეცნიერზე, რომელიც დოქტორია, ნახევრად ქართველი...მეორე ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა. ძალიან განათლებული ადამიანია... " - ამბობდა ის.