ჰემა მალინი პოპულარული ინდოელი მსახიობია, თუმცა ჩვენთან მას განსაკუთრებით ტყუპი დების, ზიტასა და გიტას როლით იცნობენ. გაინტერესებთ როგორ გამოიყურება მსახიობი დღეს?

ინდურ მელოდრამას ზიტა და გიტას უფროსი თაობა კარგად იცნობს. ფილმი ეკრანებზე 50 წლის წინ, 1972 წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ფილმში მთავარ როლს 23 წლის ახალგაზრდა მსახიობი, ჰემა მანილი ასრულებდა. ჰემა 2000-იან წლებამდე აქტიურად აგრძელებდა სამსახიობო კარიერას, მოგვიანებით კი ქმართან ერთად პოლიტიკაში ჩაერთო.


დღეს მალინი 73 წლისაა, მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურება. პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც ყველაფერი იდეალურად აქვს. ქმართან დჰარამ სინგთან ორი ქალიშვილი ჰყავს, მათი საერთო ქონება კი დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენს.
