მანანა თოდაძემ გია ჯაჯანიძის გადაცემაში სტუმრობისას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალს ასაკი არასდროს უნდა ჰკითხო:
„ასაკს რომ ეკითხებიან ადამიანს, ამით, სხვათა შორის აკომპლექსებენ. ნათქვამია, რომ ქალს ასაკი არ უნდა ჰკითხო. ქალს ასაკი არ აქვს და ის ყველა ასაკში ლამაზია. თუ ადამიანს აქვს პოტენციალი, რომ იმღეროს, იცეკვოს, არ უნდა თქვას, რომ ამის ასაკი წავიდა. სანამ ადამიანი ჯანმრთელია, მას აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს.
ცეკვები რომ შემომთავაზეს, უცებ დავფიქრდი, მაგრამ მერე ვთქვი, რატომაც არა. დავფიქრდი იმაზე, გამომივა და შევძლებ თუ არა-მეთქი, მაგრამ ადამიანს უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის. მინდოდა, დამემსხვრია ასაკობრივი ზღვარი.
ნამდვილად დაიწყო ახალი ეტაპი, გავხდი, ვვარჯიშობ, ჯანმრთელობის მხრივ უფრო უკეთესად ვარ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო…“ - თქვა მანანა თოდაძემ.