„ხშირად ვწუწუნებთ ნაოჭებზე, მაგრამ მუდამ 18 წლის არავინ რჩება, ყველა დავბერდებით“ - რას წერს ნინო გაჩეჩილაძე - Marao

„ხშირად ვწუწუნებთ ნაოჭებზე, მაგრამ მუდამ 18 წლის არავინ რჩება, ყველა დავბერდებით“ - რას წერს ნინო გაჩეჩილაძე

2022-12-12 10:41:34+04:00

ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.

ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„ქალები ხშირად ვწუწუნებთ სიბერის მოახლოებაზე, გაჩენილ ნაოჭებზე და ახალგაზრდული იერის დაკარგვაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ სიბერის ყოველი გამოვლინება - თავისი ნაოჭებითა და თმაში შერეული ჭაღარა თმით, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ვცოცხლობთ და მივყვებით დროის დინებას, დრო კი არ ჩერდება და “ბერდება” ჩვენთან ერთად… არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც მუდამ 18 წლისა დარჩება, ყველა დაბერდება თავისი ასაკის შესაბამისად. დაბერდე - ნიშნავს იცოცხლო დიდხანს, ნახო ბევრი რამ, აღმოაჩინო ბევრი სიახლე, იმოგზაურო უფრო მეტი და ა.შ… ბევრი სიკეთე ახლავს სიბერეს. ამიტომ ნუ ვიწუწუნებთ იმაზე, რომ ოდესღაც დავბერდებით, პირიქით: უნდა ვისურვოთ, რომ დავბერდეთ, რომ მივაღწიოთ სიბერის ასაკს, რადგან ცხოვრება მშვენიერია და უნდა ვეცადოთ დავტკბეთ ყოველი ახალი დღით“ - წერს მსახიობი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".