„ისტორიაში ყველაზე საშინელი სერიალი“ - როგორ ეხმაურება საზოგადოება პრინც ჰარისა და მეგანის ახალ სერიალს - Marao

„ისტორიაში ყველაზე საშინელი სერიალი“ - როგორ ეხმაურება საზოგადოება პრინც ჰარისა და მეგანის ახალ სერიალს

2022-12-12 11:08:38+04:00


Netflix-ის ახალი სერიალი, რომელიც პრინც ჰარისა და მეგანის ურთიერთობისა და მათი სამეფო ოჯახთან კონფლიქტის შესახებ მოგვითხრობს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

სერიალი სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიასთან შეთანხმებით, 112 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგებით შეიქმნა.

სერიალმა გამოსვლისთანავე საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მიიღო. ხალხის აზრით, ჰარი და მეგანი საკმაოდ დაბალი დონის მსახიობები არიან, რომლებიც თავიანთი უნიჭობით, სამეფო ოჯახის ხარჯზე, გამდიდრებას ცდილობენ. საზოგადოებისა და ბრიტანული მედიის გაღიზიანება განსაკუთრებით ერთმა ეპიზოდმა გამოიწვია, რომელშიც მეგან მარკლი სამეფო ოჯახის პროტოკოლს დასცინის და დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრას ირონიულად იხსენებს.

პირველი ეპიზოდი კონცენტრირებულია ჰარის ბავშვობაზე, მეგანთან შეხვედრასა და მათი ურთიერთობის გასაჯაროებაზე. მეორე მეგანის ბავშვობასა და მის მიმართ სამეფო ოჯახის რასისტულ დამოკიდებულებას ეხება.

როგორც მედიაში საუბრობენ, სერიალი ახალს არაფერს გვიამბოს და ყველაფერი, რაზეც წყვილი ამ სამ ეპიზოდში ლაპარაკობს, აქამდეც არაერთხელ მოუსმენიათ.