„მე და ლალი ვმეგობრობდით, ყოველთვის ჩემიანი იყო და ყველაფერს კარგად ხედავდა“ - ეკა კახიანი პირველ ქორწინებასა და დედამთილზე - Marao

„მე და ლალი ვმეგობრობდით, ყოველთვის ჩემიანი იყო და ყველაფერს კარგად ხედავდა“ - ეკა კახიანი ყოფილ დედამთილსა და პირველ ქორწინებაზე

2022-12-12 11:21:00+04:00

ეკა კახიანმა გადაცემა „სთორიში" პირველ ქორწინებასა და დედამთილზე, ლალი ბადურაშვილზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ერეკლე ბადურაშვილთან განქორწინება მისი ინიციატივა იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად სთხოვდა შერიგებას, მასთან აღარ დაბრუნებულა:

"მე და ლალი ძალიან ვმეგობრობდით. არაჩვეულებრივი ქალი იყო, ძალიან მეგობრული, არ იყო დედამთილური და ჩემიანი იყო ყოველთვის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედები ობიექტურობას კარგავენ შვილთან მიმართებით და ძალიან ბევრ რამეს ვერ ხედავენ. ლალი კარგად ხედავდა ყველაფერს“ - ამბობს ეკა კახიანი.