ეკა კახიანი თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. მან პირველი ქორწინებაც გაიხსენა და განმარტა, რომ ერეკლე ბადურაშვილთან განქორწინების ინიციატორი თავად იყო:
„არ მინანია, რადგან არ ვიყავი კარგად, ცუდად ვიყავი. არ მქონდა რომანტიზმი. ჩემთან ურთიერთობა ძალიან უჭირთ. მიჭირს ძალიან და პრობლემა მაქვს. ამ ხასიათის დათმობა ალბათ ღირს, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას იმსახურებს. ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ქალი იყო. მუდამ ჩემიანი იყო, ობიექტური და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ შვილი გიყვარს, მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. არ ვიცი, მე ამას შევძლებ თუ არა. განქორწინების ინიციატორი მე ვიყავი. ნინის მამამ შერიგება ბევრჯერ მთხოვა.
არ მერიდება იმის თქმის, რომ მართლაც ძალიან კარგი გოგონები მყავს. უეცრად შევიძინე სამი და. ეს გოგონები ახლა ჩემი მეგობრები და პატრონები არიან. გვაქვს ჯგუფი და იქ ხდება საოცრება. თუ მჭირდება აზრი, დავწერ და ზუსტად ვიცი, ვინ როგორ მიპასუხებს” - თქვა ეკა კახიანმა.