„ეს მილიონ ადამიანში ერთს ემართება“ - სელენ დიონის მძიმე დაავადება, რომელიც ახლახან დაუდგინდა და ცხოვრების რთული გზა - Marao

„ეს მილიონ ადამიანში ერთს ემართება“ - სელენ დიონის მძიმე დაავადება, რომელიც ახლახან დაუდგინდა და ცხოვრების რთული გზა

2022-12-12 11:42:39+04:00


რამდენიმე დღის წინ სელინ დიონმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" განცხადება გაავრცელა და კონცერტების გადადების მთავარ მიზეზზე ისაუბრა.

სელენმა ხუთშაბათს, დილით, გამოაცხადა, რომ ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.

ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.

„დიდი ხანია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს და ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, - წერს 54 წლის მომღერალი - მიჭირს იმის თქმა, რომ თებერვალში დაგეგმილი ევროპის ტურნეების გადადება მომიწევს.“

„სულ ცოტა ხნის წინ დამისვეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი, რომელიც მილიონ ადამიანში მხოლოდ ერთს ემართება“ - განაცხადა მომღერალმა ვიდეომიმართვაში.

ეს დაავადება უარყოფით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით, ტვინსა და ზურგის ტვინზე. გართულების შემთხვევაში პაციენტი შეიძლება ეტლსაც მიეჯაჭვოს.

„სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობს სელინ დიონი.