თმის გაჭაღარავება ბუნებრივი მდგომარეობაა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ზოგს პირველი ჭაღარა ახალგაზრდობაშივე უჩნდება, ზოგს კი - 45-იდან ზემოთ.

ნაცრისფერი თმა სრულიად ნორმალურია, თუმცა, თუ ჯერ კიდევ არ ხართ 40 წლის და თქვენი თმა შესამჩნევად ჭაღარავდება, დროა გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა ორგანიზმში სასარგებლო ვიტამინების დეფიციტი. სავსებით შესაძლებელია, ვიტამინების ნაკლებობამ ორგანიზმის ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.
თმის გაჭაღარავების მთავარი მიზეზი ვიტამინ B12-ის ნაკლებობაა. სამწუხაროდ, ეს ვიტამინი არ არის ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა და თხილში. მისი მიღება მხოლოდ ცხოველური პროდუქტით შეგვიძლია.
ვიტამინი B12 უხვად არის:
ხორცში - ძროხისა და ქათმის ფილეში
სუბპროდუქტებში - განსაკუთრებით, ღვიძლში და თირკმელებში,
თევზსა და ზღვის პროდუქტებში,
კვერცხში, რძეში, იოგურტსა და ყველში