ოდესმე გიგრძნიათ, რომ სრულიად უცხო ადამიანთან განსაკუთრებული მიზიდულობა და მიჯაჭვულობა გაქვთ? თუ კი, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, ამ უცნაურ ფაქტს კი ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს შორის კავშირსა და მათ ენერგიას უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ნიშანი უნიკალური და განსაკუთრებულია, გამოყოფენ სამ ყველაზე ძლიერ და ქარიზმატულ ნიშანს, რომლებიც ყველანაირი სირთულისა და დაბრკოლების მიუხედავად, ახერხებენ ფეხზე წამოდგომას და ცხოვრების გაგრძელებას. ხართ ამ სიაში?
ლომი

როდესაც საქმე ეხება ადამიანებზე ზემოქმედებას, ლომი ჯუნგლებისა და ზოდიაქოს სამყაროს უდავო მეფეა. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი თავიდან შეიძლება ცოტა საშიში და ამპარტავანი მოგეჩვენოთ, არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერავინ ვერასდროს ვერ აღუდგება წინ ლომის სურვილებს. ამას მათი ცეცხლოვანი ბუნება განაპირობებს. სადაც უნდა იყვნენ, ლომები ყოველთვის მოახერხებენ საკუთარი სინათლის გამოსხივებას და არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც მათ შეაჩერებთ.
მორიელი
ოდესმე შეგხვედრიათ მორიელი, რომელსაც არ ჰქონია ძლიერი გამოხედვა და თავდაჯერებული ბუნება? არც ჩვენ. არის რაღაც ამ ნიშანში ვნებისა და ერთგულების, რასაც ადამიანების უმეტესობა ვერ უმკლავდება. მათ არ უყვართ წუწუნი და დახმარებასაც იშვიათად ითხოვებ, თუმცა პრობლემებს ყოველთვის ართმევენ თავს. ისინი ძალიან თავდადებულები, მონდომებულები და ძლიერები არიან და, თუ რაიმეს გაკეთება მოინდომეს, ვერავინ შეაჩერებს.
კურო
ძლევამოსილი კურო უდავოდ ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დომინანტი ნიშანია. მათ იციან, რა უნდათ და ასევე იციან, როგორ მიიღონ ეს. ისინი ჯიუტები და გამძლეები არიან და ნამდვილად არ ეგუებიან წაგებას. თავგადასავლების მოყვარული ბუნებით, მათ არაფრის ეშინიათ. აქედან გამომდინარე, ისინი მიჰყვებიან თავიანთ სურვილს ცხოვრებაში და ხშირად ისრულებენ მას.