ჟურნალ Time-ის მიხედვით, შანელი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია. შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო - ბოლოს და ბოლოს, ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ქალის გარდერობი მთლიანად შეცვალა. როგორი იქნებოდა ცხოვრება შარვლის გარეშე? ან წარმოიდგინეთ, რომ მუდამ ფუმფულა, გრძელი კაბები გაცვიათ და კორსეტის გამო სუნთქვა გიჭირთ. შანელი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება მამაკაცის ტანსაცმლის ქალურად გადაქცევა.
° ისე არაფერი აბერებს ქალს, როგორც...
შანელს სჯეროდა, რომ ქალს შეუძლია წლების განმავლობაში გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მაგრამ ერთ პატარა შეცდომასაც შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს. მისი თქმით, ისე არაფერი არ აბერებდა ქალს, როგორც ზედმეტად ძვირადღირებული ტანსაცმელი, უჩვეულო გაფორმებები და ჩაცმულობის სირთულე.
„გსურთ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? მოერიდეთ რთულ და უცნაურ ნივთებს, უპირატესობა მიანიჭეთ მინიმალისტურ მოდელებსა და აქსესუარებს. ნუ ეცდებით, გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად რაიმე უჩვეულო დიზაინის არჩევით - არჩევანი ყოველთვის ელეგანტურობაზე შეაჩერეთ.“