სოპრანო თამარ ივერი გადაცემა „იმედის დღეს“ სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების და კარიერის შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ გადაწყვიტა დაოჯახება:
„ეს არის ბედნიერება, რომელიც შეიძლება, ერთეულებს ჰქონდეთ. კაცის შემთხვევაში მთელი ოჯახი მუშაობს მის ხელშეწყობაზე. მეუღლემ ჩემთვის დათმო კარიერა. ქორწილის წინ იყო ეს ნათქვამი. პატრიარქმა თავზე ხელი დაადო და უთხრა, იცი, ვინ მოგყავს ცოლადო? კიო. ცოტა კი დაიზაფრა რაული. ასეთი ხელოვანისთვის, ალბათ, მსხვერპლზე წასვლა მოგიწევსო. ცოტა კი დაფიქრდა რაღაც მომენტში, მეც ისე გავხედე, არ გადაიფიქროს-მეთქი… რაული ძალიან მეოჯახეა ბუნებით. როცა დავრწმუნდი, რომ ასეთი მეოჯახე ადამიანი იყო და მზრუნველი, დამხმარე, ამის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ მშვენივრად ვგრძნობდი თავს კარიერაში და საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…“ - თქვა თამარ ივერმა.
