პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, პროფესიონალი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი, საკუთარ გვერდზე მეწყვილესთან, ვანესა გუტიარესთან ერთად შესრულებულ ტანგოს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ამ შესრულებას ხალხმა საუკუნის ცეკვა უწოდა: "საუკუნის ცეკვა” - სახელი, რომელიც ხალხმა შეარქვა გუშინდელ ჩვენს ტანგოს. გუშინდელი ცეკვა იყო გარდამტეხი, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ვანესა არის უძლიერესი" - წერს ოთო.
ოთო ფოლადაშვილის მეწყვილე პროფესიონალურ ცეკვებში ჯულიანა ბარგნარია. მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. წყვილს საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელწოდებით „Oto & Juliana Project”, სადაც მსურველებს სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებს ასწავლიან.
