რუსული მედია სკანდალური განქორწინების შესახებ წერს. ქორწილი, რომელიც ერთი წლის წინ 100 მილიონი რუბლი დაჯდა, ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, რადგან ერთი წლის თავზე ნეფე-პატარძალი განქორწინდა. დიახ, რუსი მილიარდერის, მიხაილ გუცერიევის ქალიშვილი, 31 წლის სოფია, ინგორ პატიევს დაშორდა, რომელზეც გასული წლის დეკემბერში იქორწინა. გუცერიევის ქალიშვილის ქორწილზე მაშინ უცხოური მედიაც წერდა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილი, რომელშიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯა.
საქორწილო დარბაზის გასაფორმებლად მოსკოვში რამდენიმე სატვირთო მანქანით ახალი ყვავილები მთელი მსოფლიოდან მიიტანეს. ქორწილში მღეროდნენ ანი ლორაკი, ფილიპ კირკოროვი, სტას მიხაილოვი და გრიგორი ლეპსი...
სოფიას Elie Saab-ის კაბა ეცვა, ოთხმეტრიანი შლეიფით, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული. კაბა სპეციალურად მისთვის, ერთ ეგზემპლარად შეიკერა. ჭორების თანახმად, კაბის შეკერვა 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა. გუცერიევების ოჯახში ქორწილებზე თანხის დაზოგვა არ იციან.
2016 წელს ბიზნესმენის უმცროსი ვაჟის ქორწილი, პრესის თანახმად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. მაშინ გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩაიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი. მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე ალა პუგაჩოვაც გამოვიდა. სტუმრები ქართული ნაციონალური ცეკვითაც დატკბნენ, გუცარიევმა შვილის ქორწილში ქართული ცეკვის პროფესიონალი მოცეკვავეებიც მიიწვია.
წაიკითხეთ სრულად