შეიქმენი საახალწლო განწყობა - 10 საუკეთესო საშობაო ფილმი - Marao

შეიქმენი საახალწლო განწყობა - 10 საუკეთესო საშობაო ფილმი

2022-12-15 17:49:33+04:00


2023 წლის მოახლოებასთან ერთად საახალწლო განწყობაც დღითიდღე იზრდება. რამ უნდა შეგვიქმნას საუკეთესო განწყობა - რა თქმა უნდა საშობაო ფილმებმა. უბრალოდ კომფორტულად მოკალათდით ტელევიზორთან და გაიხსენეთ ყველასათვის საყვარელი საახალწლო ფილმები.

  • სანამ შენ გეძინა

90-იან წლების ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული კომედია, „სანამ შენ გეძინა“ ჩიკაგოს სატრანზიტო სამსახურის მარტოხელა თანამშრომლის, ლუსის შესახებ გვიყვება, რომელიც ერთი საბედისწერო შემთხვევის დროს სიმპათიურ მამაკაცს სიკვდილისგან იხსნის. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ.

  • პატარა ქალები

ლუიზა მეი ალკოტის ნაწარმოების ერთ-ერთი გამორჩეული ეკრანიზაცია. ფილმი მარშების ოჯახის ისტორიას გვიამბობს. 2019 წლის ვერსისა კი ნამდვილ ვარსკვლავთცვენას გთავაზობთ.

  • კლაუსი

სმერსენსბურგის ზარმაც ფოსტალიონ ჯასპერს შორეულ ქალაქში კონკრეტული მისიით აგზავნიან, სადაც უცნაურ ადგილობრივებს გაიცნობს და ერთ მისტიკურ პიროვნებასაც დაუმეგობრდება. ჯასპერს წარმოდგენაც არ აქვს, რომ წინ დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება.

  • გრინჩი

შობის ყველაზე დიდი მოძულე კვლავ ფორმაშია. ჯიმ ქერი კი ამ თითქოს ბოროტმოქმედი პერსონაჟის როლში შეუდარებელი.

  • არდადეგები

უპასუხო სიყვარული, ახალი რომანი, იდუმალი უცნობი, დათოვლილი ინგლისური სოფელი - მოკლედ, ამ ფილმს საახალწლო განწყობის შესაქმნელად ყველა ატრიბუტი გააჩნია.

  • love actually

რიჩარდ კერტისის ეს კლასიკა ეკრანებზე გამოსვლის დღიდან იმდენად პოპულარული გახდა, რომ ახალი წელი მის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩინა. კირა ნაითლით დაწყებული, ჰიუ გრანტითა და ალან რიკმანით დამთავრებული, ეს ფილმი ბრიტანული კომედიის ნამდვილი შედევრია.

  • სასწაული 34-ე ქუჩაზე

ყველაზე ემოციური ფილმის დროც დგება. 1994 წლის ამერიკული საშობაო ფანტასტიკური დრამა-კომედია, რომელიც ღიმილისა და ცრემლების გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებთ.

  • მარტო სახლში

როცა პატარები ვიყავით, იმაზე ფიქრი, რომ მშობლები სახლში დაგტოვებდნენ ან უზარმაზარ ქალაქში საშობაოდ მარტო აღმოვჩნდებოდით, საშინელი და სევდიანი ჩანდა, მაგრამ დღეს ახალი წელი კევინისა და ორი სულელი ქურდის გარეშე ალბათ არავის წარმოუდგენია.